
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, იდენტიფიცირებულია კიდევ ორი პირი, რომელიც მიმალვაში იმყოფება.“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკვე დაკავებულია 13 პირი - ესენი არიან:
თ.მ (თორნიკე მჭედლიშვილი )
ა.ნ (აბო ნავერიანი)
დ.ჟ (დათო ჟღენტი)
ბ.მ (ბექა მაჭავარიანი)
ა.გ. (ალექსანდრე გოგოლაძე)
ე.შ. (ევა შაშიაშვილი)
გ.რ (გიორგი რურუა)
ვ.ფ (ვახო ფიცხელაური)
დ.ს (დავით სტურუა)
მ.მ (მიქელაძე მანუჩარი)
ა.ხ (ალექსანდრე ხაბეიშვილი)
კ.მ (კახა მჟავანაძე)
ს.მ (სერგი მეგრელიშვილი)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით”, - განაცხადა შს მინისტრმა.
