რეზონანსი
07.10.2025

რადიკალი აქ­ტი­ვის­ტი ნანა სან­დე­რი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლეა, მისი მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს ვრცლად პა­სუ­ხობს.

გუ­შინ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და სან­დერს სა­ჯა­როდ მი­მარ­თა, გა­ნე­მარ­ტა "სად წა­ვი­და ემიგ­რან­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ფული რი­თაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის აირ­წი­ნა­ღე­ბი უნდა გე­ყი­და?". პოს­ტის ქვეშ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აკ­რი­ტი­კებ­და სან­დერს, ამ­ბობ­დნენ, რომ ის პრო­ვო­კა­ტო­რია და "ემიგ­რან­ტე­ბის ჩა­რი­ცხუ­ლი თან­ხა შე­ჭა­მა".

ნანა სან­დერ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გან­მარ­ტა, რომ ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა აქვს, რომ სა­კუ­თა­რი სი­მარ­თლე და­ამ­ტკი­ცოს და ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის სა­ჯა­რო ბო­დი­შის მოხ­დას სთხოვს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვი­ლით ემუქ­რე­ბა.

"Gofundme- ზე ფონ­დი გამჭვირ­ვა­ლეა ლინ­კი დევს კო­მენ­ტა­რებ­ში და შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერს ნახ­ვა რამ­დე­ნი თან­ხა შე­მო­ვი­და... ჩვე­ნი ფონ­დით ეკი­პი­რე­ბის თა­ვად ყიდ­ვას არ ვა­პი­რებ­დით - მი­ზა­ნი იყო, იმ ჯგუ­ფებს ვი­საც ვიც­ნობ­დით თა­ვად შე­ე­ძი­ნათ რაც სჭირ­დე­ბო­დათ და მათ­თვის გა­დაგ­ვე­რი­ცხა.

შე მა­ტყუ­ა­რა ქალო, აგერ ფაქ­ტე­ბი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მი­დევს რა თან­ხაც შე­მო­ვი­და და სად და­ი­ხარ­ჯა და რამ­დე­ნიც დარ­ჩა, შენ გუ­შინ დღი­დან ცდი­ლობ ჩემს გა­შა­ვე­ბას და ჩემ­ზე გად­მობ­რა­ლე­ბას თქვე­ნი მხრის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და შე­ნი­ა­ნე­ბის სი­ბინ­ძუ­რე­ე­ბის. და­მი­დე ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ვინ­მე დავბლო­კე ან ვინ­მეს თან­ხა დავ­ხარ­ჯე. მიდი გე­ლო­დე­ბი!!! წა­ვი­დეთ სა­სა­მარ­თლო­ში ვი­და­ვოთ? ხომ ხართ ღირ­სე­ბი სა­თი­თა­ოდ აგა­ხი­ოთ სა­ხე­ე­ბი? ქო­ცე­ბის რუ­სულ სა­სა­მარ­თლო­საც კი იმ­სა­ხუ­რებთ - თქვენ­მა პარ­ტი­ამ შექ­მნა და მო­ი­ტა­ნა, კად­რე­ბა­ზე რომ მი­ვი­დეს საქ­მე და თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის გამ­წა­რე­ბა რომ მო­მინ­დეს, აი ამის ღირ­სე­ბი ხართ შენც, ელი­სო კი­ლა­ძეც, სხვა ნა­ცე­ბიც და და­ნარ­ჩე­ნე­ბიც!

ლა­ივ­ში და­მიჯ­დე­ბი დე­ბა­ტებ­ში იმა­ზე რა­საც შენ მაბ­რა­ლებ და ცდი­ლობ ჩემს გა­შა­ვე­ბას? (ბევ­რგან წერე მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში შენც ელი­სო კი­ლა­ძე­სა­ვით) იმე­დი­და­ნაც კი მწე­რენ ამა­ზე, მაგ­რამ რუ­სებ­თან არ ვა­პი­რებ მე სა­უ­ბარს! და კონ­კრე­ტუ­ლად შენ მოგ­ცემ შანსს არ მო­გი­წი­ოს რუ­სულ სა­სა­მარ­თლო­ში სირ­ბი­ლი, თუ გა­მო­ი­ყე­ნებ ამ შანსს ეს იქ­ნე­ბო­და ყვე­ლა­ზე სწო­რი გზა.

პ.ს. ვი­საც არ გი­ნა­ხავთ 3338, 92 ევრო რაში და­ი­ხარ­ჯა ნა­ხეთ ჩემი ბოლო პოს­ტიც ( მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით) და აქაც ვი­ტყვი - 1500 ევრო გა­და­ი­რი­ცხა ერთ ჯგუფ­თან, დარ­ჩე­ნი­ლი 1837, 92 ევრო ად­გილ­ზეა.

შენ და სხვა ნა­ცებ­მაც პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის მშობ­ლებს უთხა­რით, რომ მე და­ვა­ზი­ა­ნე თით­ქოს პრო­ცე­სი, რა გა­ვი­ტა­ნე? რა ინ­ფორ­მა­ცია 110 კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი­დან? რას ატყუ­ებთ ამ მშობ­ლებს ? თქვენს და თქვე­ნი­ა­ნე­ბის გა­წი­რულ ბრძო­ლას, გა­წი­რულ პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­საც ( ამ ბრძო­ლის მო­გე­ბა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი მათი დახ­სნა) თქვენ­გან თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბულ ხალ­ხსაც მე მტე­ნით, ხე­ლებს მაწ­მენდთ ბინ­ძუ­რად და არ გა­მო­გი­ვა ნა­ნუ­კა არც შენც, არც ბინ­ძურ კი­ლა­ძეს, არც თქვენს მო­ქო­ქილ ხალ­ხს ეს" - მი­მარ­თავს ჟორ­ჟო­ლი­ანს სან­დე­რი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×