რეზონანსი
05.10.2025

სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე დააკავეს. ზოდელავას დაკავება რუსთაველის გამზირზე იმ დროს მოხდა, როდესაც ჟურნალისტებს კომენტარს აკეთებდა. რუსთაველის გამზირზე დააკავეს ირაკლი ნადირაძეც.

გარდა ამისა, კლინიკა “ჰელსიკორში”, სადაც მოძრაობა “რუსთაველის გამზირის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა ბურჭულაძეა გადაყვანილი, საპოლიციო ძალები მივიდნენ.

ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია. მათ განმარტება არ გაუკეთებიათ, თუ რასთან დაკავშირებით შევიდნენ საავადმყოფოს შენობაში.

“არ მქონია მასთან კომუნიკაცია, არ ვიყავით ერთად და რომ გადმოიყვანეს, შემდეგ მოვედი. ახლა როგორც მითხრეს, ოთახში არის შესული სპეცრაზმი და სავარაუდოდ (გამოიყვანენ). ასეთი პრეცედენტი არა მგონია, მსოფლიოში სადმე ყოფილიყო, რომ სტაციონარიდან გამოეყვანათ”, - განაცხადა ლექსო ბურჭულაძემ, პაატა ბურჭულაძის შვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×