რეზონანსი
05.10.2025

დაანონსებული იყო ხელისუფლების დამხობა, ადამიანები მივიდნენ აქციაზე, დაახლოებით იყო 5-7 ათასი ადამიანი იყო ხელისუფლების დამხობის აქციაზე, გადავიდნენ მოქმედებაზე, დაიწყეს დამხობა, ჩავარდა დამხობა და ამის შემდეგ დაიწყეს დამხობისგან გამიჯვნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.

"მარტივი ქრონოლოგიაა იმისა, თუ როგორ გაემიჯნენ აქციის მონაწილეები დამხობის წარუმატებელ მცდელობას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩავარდა დამხობის მცდელობა, კონკრეტულმა ადამიანებმა და ორგანიზაციებმა დაიწყეს დამხობისგან გამიჯვნა. ეს იყო მაგალითად სალომე ზურაბიშვილი, კონკრეტული ლიდერები, აქტივისტები და ა.შ. თუმცა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას. აქ იგულისხმება, მათ შორის პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×