რეზონანსი
05.10.2025

აქციაზე დაშავებული 5 პირიდან, რომლებიც ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, ერთ-ერთი სამართალდამცველია.

ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსის, ანი დალაქიშვილის განცხადებით, სამართალდამცველს ქალა ტვინის ტრავმა, სისხლჩაქცევა და მარჯვენა საფეთქლის ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა აღენიშნება.

მისივე თქმით, დაშავებულებიდან ორი უკვე გაეწერა ბინაზე.

„აქციიდან ჩვენთან სულ შემოყვანილია ხუთი დაშავებული. აქედან ოთხი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელი იყო. ორმა უკვე დატოვა კლინიკა.

რაც შეეხება სამართალდამცველს, პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოვლინდა ქალა-ტვინის ტრავმა. ასევე, სისხლჩაქცევა, მარჯვენა საფეთქლის ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, თუმცა იპერაციულ ჩარევას ამ ეტაპზე არ საჭიროებს. ამიტომ მოთავსებულია ნეირორეანიმაციაში დაკვირვების ქვეშ. საკონტროლო კომპიუტერული ტომოგრაფიაც გაუკეთდა, სადაც დინამიკა კარგი გვაქვს“, - განაცხადა ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა, ანი დალაქიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×