რეზონანსი
04.10.2025

არ გამოვიდა სწრაფი გამარჯვება, არაუშავს - მივიღოთ ფსიქოლოგიურად. ნიჰილიზმი კი არ მივიღოთ, მივიღოთ შესაძლებლობად ბრძოლის გაგრძელების, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურთაზ ზოდელავამ.

„ეს ფსიქოლოგიაა, ეს ფსიქოლოგიური ბრძოლაა. მესმის, გასაგებია, ვცადეთ იქ, არ გამოვიდა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება. თუ ამას ფსიქოლოგიურად ერი იღებს, შესაძლებელია სწრაფი გამარჯვებაც იყოს რამდენიმედღიანი შერკინება, სადაც ჩვენ დავდგებით“, - აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა მათი ხალხი, ვინც პრეზიდენტის სასახლის ჯებირის დემონტაჟი მოახერხა, ზოდელავამ განაცხადა: „მე პირადად ვცადე, ირაკლი ნადირაძემ და ვინც იმ მომენტში იქ ვიყავით, ვისაც გვქონდა შესაძლებლობა, რომ პირადი მაგალითი მიგვეცა, ჩვენ მივეცით პირადი მაგალითი“.

რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეიჭრნენ. მათ ჯებირები დააზიანეს და ეზოში შეღწევა შეძლეს, თუმცა, მათ სამართალდამცველებმა ეზო მალევე დაატოვებინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×