რეზონანსი
04.10.2025

ევროპარლამენტარი, “ალტერნატივა გერმანიისთვის”(AfD) წევრი, ტომაშ ფროლიხი კახა კალაძეს და „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს.

როგოც ევროპარლამენტარი X-ზე წერს, “გლობალისტები და ევროკავშირი აგრძელებენ საქართველოში პრობლემებისა და თბილისის ქუჩებში ძალადობრივი პროტესტების გაღვივებას”.

„დღესაც კი, მაშინ, როდესაც “მილანის” ყოფილი საფეხბურთო ვარსკვლავი, კახა კალაძე, კიდევ ერთხელ იქნა არჩეული თბილისის მერად ცხადი უმრავლესობით - გილოცავთ!

კალაძე და მისი “ქართული ოცნების” პარტია წარმოადგენენ ტრადიციულ და ქრისტიანულ ღირებულებებს, უარყოფენ woke იდეოლოგიას და LGBT დღის წესრიგს, და სუვერენიტეტს საგარეო კონტროლზე მაღლა აყენებს. მათ უბრალოდ არ სურთ მეორე უკრაინა გახდნენ. სწორედაც!

და ეს არის მიზეზი, რატომ არიან გლობალისტები და ევროკავშირი ამით დამწუხრებულები. მათ არ აქვთ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება. მათ პატივი უნდა სცენ ქართველი ხალხის ნებას”, - წერს ევროპარლამენტარი, ტომაშ ფროლიხი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×