რეზონანსი
04.10.2025

გიორგი ვოლსკიმ არჩევნების წინასწარი შედეგები შეაფასა. ამ თემაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. მან ამომრჩეველს მხარდამჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა სინანული გამოხატა თბილისის ცენტრში განვითარებული მოვლენების გამო. ვოლსკიმ ასევე აღნიშნა, რომ აუდიოჩანაწერის ავთენტურობაში, რომელიც დაუდასტურებული ინფორმაციით ბაჩო ახალაიასა და პაატა ბურჭულაძის საუბარს ასახავს, ეჭვი არ ეპარება.

„ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი, რასაკვირველია. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ჩანაწერი ავთენტური იქნება. პროფესიონალი ჩართეს ამ საქმეში - ბაჩო ახალაია, რომ დაეგეგმა ოპერაცია. შეძრწუნება იმაში კი არ გამოიხატება, რომ რაიმე ახალი მოხდა. მაგრამ ახლა კადრებს რომ ვუყურებთ, რამდენიმე ადამიანის პატარა ჯგუფი უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს დიდი რაოდენობით ხალხია ამ კონკრეტულ ადგილას. არის ყვირილი: რეზინის ტყვიებს გვესვრიან, რომ იქნებ ვიღაც გამოვიდეს. „კარწინკის“ შესაქმნელად კონკა დაწვეს ორბელიანის მოედანზე, რომ ცეცხლი გაჩნდეს. ამ ცეცხლს იღებენ, ყველაფერს აგზავნიან ბრიუსელში, დეპუტატებთან, რომ ეს ძალა დაეტაკა ახალგაზრდებს და რეზინის ტყვიებია, მაგრამ ისინი არ ნებდებიან პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით. და ზოდელავა, ის უნამუსო ადამიანი - გამოდის და ამბობს: „მე სახეზე შიში ხომ არ მეტყობა, მომბაძეთ, გამომყევით“. უკაცრავად ასეთი ემოციური გამოსვლისთვის, მაგრამ ვაჭარბებ კი არა, ძალიან ვაკლებ ამ უნამუსობას, უტიფრობას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×