რეზონანსი
04.10.2025

პასუხი გაგვეცით, რატომ ვართ გამოსული აქ, – ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო ბაგათელიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველას აინტერესებს, რა გეგმა არსებობს დღეს და რისთვის არიან შეკრებილნი აქციის მონაწილეები.

„ეგrე არ გამოვა. აქ ხალხი გამოგვიყვანეს იმ მიზნით, რომ რაღაც უკეთესი შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში. აქ ვინც დგას, არცერთი არ ვართ სახედარი, რომ იქით-აქეთ გვასეირნონ. როგორც ქვევით ვკითხულობდი, ქვევით ხალხს ვუსმენდი, ყველას აინტერესებს, დღევანდელ დღეს რას ვშვრებით ჩვენ, რატომ გამოვედით. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც საკუთარ სახელს დამალავს, სანდრო ვარ ბაგათელია, ვეტერინარი ადამიანი. ხოდა, ჩემი სათქმელი რაც არის, ჩვენი სათქმელი რაც არის, პასუხი გაგვეცით, რატომ ვართ გამოსული აქ“, –  განაცხადა სანდრო ბაგათელიამ.

​სანდრო ბაგათელიას სიტყვებს მიკროფონთან ახლოს მდგარი აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა და მისთვის მიკროფონის ჩამორთმევაც სცადეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×