რეზონანსი
04.10.2025

ყველაფერი არის ნორმალურად, შეიძლება, ყოფილიყო უკეთესად, მაგრამ არ გამოვიდა, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ბრძოლა ბოლომდეა.

„ვიდრე ერთად ვართ ვერავინ მოგვერევა, ასეც უნდა გავაგრძელოთ. სიწყნარე, სიშვიდე, არ მოუსმინოთ არავის, ვინც სუს-ის ენით ლაპარაკობს და ნიჰილიზმს თესავს. ყველაფერი არის ნორმალურად, შეიძლება, ყოფილიყო უკეთესად, მაგრამ არ გამოვიდა, თუმცა ცუდადაც არ არის. ვიყოთ ერთად, ცოტა ხანში გეტყვით გეგმას, ბრძოლა ბოლომდე“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ამის შემდეგ რამდენიმე წუთში პაატა ბურჭულაძე ცუდად გახდა და ექიმებმა აქციიდან გაიყვანეს. მას პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების მანქანაში აღმოუჩინეს და ახლა კლინიკაში გადასაყვანად ამზადებენ.

„გამოკვლევაზე მივდივარ და დავბრუნდები, აუცილებლად დავბრუნდები“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×