რეზონანსი
04.10.2025

აქციას გამოუცხადა მხარდაჭერა ევროკავშირის ოფიციალურმა პრესსპიკერმა. ამ ფონზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იგივე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, გამოვიდეს, კეთილი ინებოს, გაემიჯნოს და მკაცრად დაგმოს ის ყველაფერი, რაც ხდება თბილისის ქუჩებში, - განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, რომელიც პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დაანონსებულ კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას საზღვარგარეთიდან კონკრეტულმა ადამიანებმა პირდაპირი მხარდაჭერაც კი გამოუცხადეს.

„იცით, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა პირდაპირი მხარდაჭერაც კი გამოუცხადეს საზღვარგარეთიდან ამ ყველაფერს - დაანონსებულ კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას. მათ შორის, გამოვიდა ევროკავშირის პრესსპიკერი, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას. ასეთი სათაურით გამოცხადდა ეს აქცია და ამ აქციას გამოუცხადა მხარდაჭერა ევროკავშირის ოფიციალურმა პრესსპიკერმა. ამ ფონზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იგივე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, გამოვიდეს, კეთილი ინებოს, გაემიჯნოს და მკაცრად დაგმოს ის ყველაფერი, რაც ხდება თბილისის ქუჩებში. ეს არის მისი პირდაპირი პასუხისმგებლობა იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავდით, პირდაპირ ვისმენდით მხარდამჭერ განცხადებებს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობის მიმართ. ვნახოთ, როგორი იქნება მათი რეაქცია ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×