რეზონანსი
04.10.2025

"კურიერის" ინფორმაციით, დაშავებული 30 წლის სამართალდამცველი გადაყვანილია ინგოროყვას კლინიკაში. მას აღენიშნება საფეთქლის ძვლის მოტეხილობა, აქვს სისხლჩაქცევები და შესაძლოა, ექიმების გადაწყვეტილებით, მართვით სუნთქვაზე გადაიყვანონ. მას, დამატებით, რამდენიმე კვლევა ჩაუტარდება.

დაშავებული სამართალდამცველის შესახებ, ცოტა ხნის წინ, განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. "ძალიან მკაცრი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც აღმართავს ხელს პოლიციელზე. ეს რეაგირება არ იქნება მათთვის მარტივი და მსუბუქი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×