
ძალიან ბედნიერი ვარ, თუ სალომე ზურაბიშვილი გაემიჯნა აქციას, – ამის შესახებ ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.
ბურჭულაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ „პრეზიდენტის სასახლესთან რაც ხდება, არის პროვოკაცია, ეს არის მცდელობა, მშვიდობიანი პროტესტი დაშალონ“.
„მე ძალიან ბედნიერი ვარ, თუ ქალბატონი სალომე გაემიჯნა ამას, რადგან მართლა უნდა გამიჯვნოდა. იფიქროს, იფიქროს, იფიქროს. ქართველ ხალხს უნდა თავისუფლება და არა ის, რასაც ფიქრობს ზურაბიშვილი“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.