
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ბათუმში „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 81,6% მოიპოვა.
მეორე ადგილზეა „გახარია საქართველოსთვის 6,2%;
შემდეგ მოდის: „გირჩი“ - 4%
„ძლიერი საქართველო - ლელო“ 2,7%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 2,3%
სხვა პარტიებმა კი - 3,2%.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-მ ეგზიტპოლი ჩაატარა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. კვლევა ტარდება ჯამში 150 შემთხვევით უბანზე, პლანშეტების გამოყენებით, სადაც ამომრჩევლები თავად ნიშნავდნენ, თუ რომელ პარტიასა და მერობის კანდიდატს მისცეს ხმა. ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 2%-ია.