რეზონანსი
04.10.2025

პრეზიდენტის სასახლესთან მომხდარი დაპირისპირების დროს, სამართალდამცველი, სავარაუდოდ, სპეცრაზმის წევრი დაშავდა. მას დაზიანება, სავარაუდოდ, სახის არეში აქვს მიღებული.

ის სასწრაფო დახმარების ავტომობილში იმყოფება და ექიმები პირველად დახმარებას უწევენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, ათონელის რეზიდენციასთან საპოლიციო დანაყოფებმა წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს და რკინის ჯებირები გაარღვიეს.

ხმოვანი გაფრთხილების შემდეგ, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

მანამდე, 19:10 საათზე, ოპოზიციის აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და ეზოში შეიჭრნენ. 

მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ჯებირი გაანგრიეს და სასახლის ეზოში შევიდნენ, სამართალდამცველებმა მათი მისამართით ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს. ადგილზე ვითარება დაძაბულია.

პრეზიდენტის სასახლის ჯებირების გადანგრევასა და ეზოში შეჭრას წინ უძღოდა მურთაზ ზოდელავას განცხადება. "დღეს მამაკაცური ძალა დაიწყებს მოქმედებას - მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს" განაცხადა ზოდელავამ.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა შსს. უწყებაში აცხადებენ, რომ აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×