
აქციის მონაწილეებმა ათონელის საპრეზიდენტო სასახლის ჭიშკარი შეანგრიეს - ადგილზე დაპირისპირებაა.
ადმინისტრაციის შენობიდან გამოვიდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა გამოიყენეს წიწაკის სპრეი.

მანანამდე, აქციის მონაწილეებმა დაანგრიეს ჯებირები, რომელიც ადგილზე იყო აღმართული.
კერძოდ, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ჯებირი გაანგრიეს და სასახლის ეზოში შევიდნენ, სპეცრაზმელებსა და მათ შორის მოხდა დაპირისპირება. სპეცრაზმელებმა მოქალაქეების მისამართით ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.
დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები.
ადგილზე მივიდა "რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე. მიუხედავად წინააღმდეგობის გაწევისა, სპეცრაზმელების მხრიდან, მოქალაქეები ათონელის საპრეზიდენტო სასახლის ჯებირიდან ცდილობენ, გარღვევას და შიგნით შეღწევას.