რეზონანსი
04.10.2025

ძალიან სუსტად გამოიყურება რადიკალური ოპოზიციის ეს შეკრება, შესაბამისად, მგონია, რომ მხიარულად დაიშლება ეს შეკრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, „თუ რა მწირი მხარდაჭერით სარგებლობს" ოპოზიცია, დემონსტრანტების ეს რაოდენობა გასაკვირი არ იყო.

„თქვენ ხედავთ როგორია რაოდენობა, ძალიან სუსტად გამოიყურება რადიკალური ოპოზიციის ეს შეკრება, შესაბამისად, მგონია, რომ მხიარულად დაიშლება ეს შეკრება. ეს არის ჩემი ერთადერთი შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კადრები, თავისუფლების მოედანზე რამდენი ადამიანია - ძალიან ცოტაა. თვალით ჩანს, რომ არის ძალიან ცოტა. ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა, რომელიც არის რადიკალურ ოპოზიციაში, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში". ეს ჩვეულებრივი პარტიული აქციაა, რომელიც დაანონსდა. გამომდინარე იმ მწირი მხარდაჭერიდან, რომლითაც სარგებლობს კოლექტიური „ნაცმოძრაობა", რა თქმა უნდა, სხვა შედეგი არც იყო მოსალოდნელი."- განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×