რეზონანსი
04.10.2025

არჩევნები გამართულად მიმდინარეობს და ამომრჩეველთა აქტივობაც საკმაოდ კარგია. ამომრჩევლები კარგად არიან ინფორმირებულები ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ , - განაცხადა ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა ვანია ბიელიკა პრუტინამ, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდება.

„მქონდა შესაძლებლობა დავკვირვებოდი არჩევნებს ოთხ საარჩევნო უბანზე. არჩევნები გამართულად მიმდინარეობს და ამომრჩეველთა აქტივობაც საკმაოდ კარგია. ამომრჩევლები კარგად არიან ინფორმირებულები ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ და ვფიქრობ, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მართლაც შესანიშნავი სამუშაო შეასრულა ამომრჩეველთა განათლების მიმართულებით. მსურს აღვნიშნო, რომ საარჩევნო უბნების წევრები სათანადოდ არიან გადამზადებულები. ყველაფერი გამართულად მიმდინარეობს და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაც შეუფერხებლად ხორციელდება", - აღნიშნა დამკვირვებელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×