რეზონანსი
04.10.2025

საინფორმაციო თავდასხმა მიმდინარეობს ინგლისურენოვან პლატფორმებზე, კერძოდ, ყოფილ „ტვიტერზე", „იქსზე", პარტიული „ენჯეო" და უცხოელი აქტორები ჩართულები არიან ქართული არჩევნების დისკრედიტაციაში, მათ შორის „დროას" წევრი მარიკა მიქიაშვილი, რომელიც ყალბ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს, „კარუსელების" შესახებ და არანაირი ფაქტი არ აქვს მოყვანილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხში ჩართულები არიან უცხოელი აქტორებიც.

„მარიკა მიქიაშვილი წერს, თითქოს, „კარუსელები" ხორციელდება. „პუბლიკა" უცხოეთიდან დაფინანსებული პროპაგანდისტური მედია ყალბ ინფორმაციას ავრცელებს გრიგოლ ნარმანიასთან დაკავშირებით. ყველა მიხვდა, რომ ჩვეულებრივი აფიორა იყო. რამოდენიმე „ნაცმა" სპექტაკლი დადგა და აფერისტულად საკუთარი თავის დაზარალებულად წარმოჩენად ცდილობდნენ. მათი მიზანი უცხოელი მკითხველის შეცდომაში შეყვანაა. ამაში ჩართული არიან და ეს კოორდინირებულია უცხოელ აქტორებთან, რომლებიც საქართველოში რადიკალებს მფარველობენ. თუ სწორად ვამბობს მის გვარს, „იქსზე" პოლონელმა ევროპარლამენტარმა, კრისტო ბეჟამ პოსტი განათავსა, რომ ეს არის რუსული ოპერაცია, რაც საქართველოში ტარდება. ეს არის უცხოური ჩარევა ქართულ არჩევნებში. როცა შეფასებები ჩარევაზე გვესმის, ეს არის. პირდაპირ ეთერში ვუყურებთ, ქართულ ეთერში როგორ ერევიან, პოლონელი თუ სხვა პოლიტიკოსები. ამაზე შემაჯამებელი მსჯელობა გვექნება, რათა ამ ჩარევის ხარისხი და მნიშვნელობა შევაფასოთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×