რეზონანსი
04.10.2025

თბი­ლის­ში წუ­ხელ სამი ადა­მი­ა­ნი, მშობლები და ბავშვი, გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს. შემ­თხვე­ვა ნავ­თლუ­ღის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მი­ზე­ზი სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნაა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი არ არი­ან. მათ ბინა „არ­ქის" კორ­პუ­სის მე-20 სარ­თულ­ზე ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­დათ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მეზობლებს დაპირისპირებისა და ხმაური ესმოდათ. მოგვიანებით კი, როდესაც გარეთ გამოვიდნენ, სამი გვამი დახვდათ, რის შემდეგაც ადგილზე საპარტულო პოლიცია გამოიძახეს.

ერთ-ერთი ადგილობრივი იმასაც ამბობს, რომ ქალს მუცელსა და ხელებზე აღენიშნებოდა დანით მიყენებული ჭრილობები.

ამ ეტაპ­ზე სუ­ი­ცი­დის ვერ­სია გა­ნი­ხი­ლე­ბა, თუმ­ცა სხვა ვერ­სი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. ად­გილ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×