რეზონანსი
04.10.2025

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა „ქართული ოცნების" ბორჯომის მერობის კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა.

როგორც მან განაცხადა, მხარი დაუჭირა პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველო“ რადგან, მისი ღრმა რწმენით, ამ პოლიტიკურ ძალას შესწევს უნარი ქვეყანა და მისი მუნიციპალიტეტები მშვიდობიანად განავითაროს.

„დარწმუნებული ვარ დღეს ბორჯომში და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, როგორც მერობის ასევე საკრებულოს არჩევნებში. წინასწარ მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის.“-განაცხადა მამუკა გელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×