რეზონანსი
04.10.2025

მოხარული ვართ, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართება. ყველა ამომრჩეველს აქვს საკუთარი არჩევანის თავისუფალ, თანასწორ და კონკურენტულ გარემოში გაკეთების შესაძლებლობა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება გაგრძელდეს.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა აქტივობის შუალედური მონაცემები გამოაქვეყნა. 12 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა 600 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა უკვე მიიღო. საინტერესოა, რომ ეს მაჩვენებელი აღემატება, როგორც 2014 წლის, ასევე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობის მაჩვენებელს. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, „ქართული ოცნება“ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს ყველა მუნიციპალიტეტში მყარად იგებს, თუმცა ეს არ უნდა იყოს ამომრჩევლის მოდუნების საფუძველი. შესაბამისად, ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ. თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება გაგრძელდეს და მეტი სიკეთე შევიდეს თითოეულ მუნიციპალიტეტში, ქალაქსა და სოფელში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×