რეზონანსი
04.10.2025

ველოდები, რომ ის ქვეყნები, სადაც ჩვენ ინტეგრაცია და ასოცირება გვინდა, პატივს სცემენ ჩვენი მოქალაქეების დემოკრატიულ არჩევანს, - ამის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა, ვინც დემოკრატიას სცემს პატივს, პატივი უნდა სცეს ხალხის არჩევანს.

„არჩევნები მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის. ეს არჩევნები მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. არჩევნებში მონაწილეობას და გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეები იღებენ, თუ ვინ უნდა მართოს ქალაქი, სოფელი და ქვეყანა. რაც შეეხება უცხოეთის რეაქციებს, ყველა, ვინც დემოკრატიას პატივს სცემს, პირველ რიგში, პატივი უნდა სცეს ხალხის არჩევანს და ველოდები, რომ ის ქვეყნები, სადაც ჩვენ ინტეგრაცია და ასოცირება გვინდა, ვგულისხმობ დასავლეთის ქვეყნებს, პატივს სცემენ ჩვენი მოქალაქეების დემოკრატიულ არჩევანს", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×