რეზონანსი
04.10.2025

საქართველოს ყოფილი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად იმყოფებოდა.

ის თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე განთავსებულ მე-11 საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად მივიდა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, საარჩევნო უბანი კომენტარის გარეშე დატოვა. მან მხოლოდ მცირე რეპლიკით მიმართა იქ მყოფი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს და უთხრა, რომ „არიან საცოდავები".

გარდა ამისა, ყოფილმა პრემიერმა საარჩევნო უბანზე ყოფნისას მოქალაქეებთან ერთად ფოტოც გადაიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×