
ძალიან პოზიტიურად ვუყურებ შანსებს, მინდა, დღევანდელი არჩევნები დასრულდეს ისე, რომ ვიყო მეორე ადგილზე და მეორე ტურში, - ამის შესახებ პარტია „გირჩის" თბილისის მერობის კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, მოლოდინი აქვს, რომ ადგილობრივი არჩევნები, საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ადამიანებისთვის ნაკლებად სტრესული იქნება.
„ძალიან პოზიტიურად ვუყურებ შანსებს, მინდა, დღევანდელი არჩევნები დასრულდეს ისე, რომ ვიყო მეორე ადგილზე და მეორე ტურში. რა გამოვა, არ ვიცი, თუმცა მგონია, ასეთი ნათელი შანსი რამე შეიცვალო, თუნდაც შემდეგი არჩევნებისთვის საფუძველი ჩაეყაროს რაღაცის ცვლილებას, არ ყოფილა. შესაბამისად, მე ველოდები ჩვენი მხარდამჭერების მობილიზებას საარჩევნო უბნებთან.
მაქვს მოლოდინი, რომ ეს არჩევნები, წინა არჩევნებთან შედარებით ნაკლებად სტრესული იქნება ადამიანებისთვის. არჩევნებს როდესაც ვატარებთ, რაღაცნაირად საომარი მდგომარეობაა ხოლმე. ვფიქრობ, წლევანდელმა სიტუაციამ უფრო ნაკლებად უნდა შეაშინოს ადამიანები, რაც ჩვენ მიმართ პოზიტიურ შედეგს გამოიწვევს. თუმცა, შევხედოთ რამდენიმე საათი არის დარჩენილი არჩევნების დამთავრებამდე და ერთად ვნახოთ, რა შედეგი დადგება დღეს", - განაცხადა ხვიჩიამ.