რეზონანსი
04.10.2025

საკმაოდ შთამბეჭდავი არის ჩემთვის ეს პროცესი, შეუძლებელია, რომ რაიმე არასწორი მოხდეს ამ საარჩევნო უბნებზე, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა საფრანგეთიდან ალენ ჟან მარი ავრილიმ.

მისი თქმით, საარჩევნო პროცესი ფანტასტიკურად არის ორგანიზებული.

„საკმაოდ შთამბეჭდავი არის ჩემთვის ეს პროცესი. მე საფრანგეთიდან ვარ და იქ გვაქვს ასეთი სრულყოფილი, ორგანიზებული პროცედურა. თქვენ ამომრჩევლების სრული სია გაქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი დავუშვათ გარდაცვლილი პირის სახელით ეცდება ვინმე ხმის მიცემას, ეს მარტივად ამოსაცნობია. შიგნით ბევრი ადამიანია, ვინც ყველაფერს აკონტროლებს. ელექტრო მოწყობილობები დალუქულია. მართლაც ფანტასტიკური ვითარებაა. არის ვიდეო კამერა, რომელიც ყველაფერს იღებს. შეუძლებელია, რომ რაიმე არასწორი მოხდეს ამ საარჩევნო უბნებზე. წინასაარჩევნო პროცესზე, რაც ყველაზე უცნაური არის, ევროკავშირის განცხადებაა, რომ ვიზა დაგჭირდებათო შენგენის ზონაში. ვფიქრობ ასეთი რამ არ არის დემოკრატიული წინასაარჩევნო პროცესისთვის. თუმცა როცა საქმე ეხება აქ, ადგილზე საარჩევნო უბნებზე მიმდინარე პროცესს, სრულყოფილად დემოკრატიულად არის ორგანიზებული“, - განაცხადა ალენ ჟან მარი ავრილიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×