რეზონანსი
04.10.2025

ჯერჯერობით არ გვინახავს დარღვევის არავითარი ინციდენტი, პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ფუნდამენტური უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა, ჯეი პატელმა ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა.

მისი თქმით, ჩანს, რომ არჩევნებით არის საზოგადოებრივი დაინტერესება, ბევრი ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას.

„ჩვენ ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები მოვინახულეთ, ჯერ თბილისში და ახლა აქ ვიმყოფებით. ჯერჯერობით არ გვინახავს დარღვევის არავითარი ინციდენტი. პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და შეესაბამება სხვა ქვეყნების პრაქტიკას. საკმაოდ ბევრი ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას, აქტივობაა, ჩანს, რომ არის საზოგადოებრივი დაინტერესება ამ არჩევნებით და მათთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმომადგენლის არჩევა.

ელექტრონული სისტემა პროცესს ამარტივებს და შედეგების უფრო სწრაფად მიღება შეიძლება, თუმცა ქაღალდის ბიულეტენებთან შედარებით, შემოწმებაში არსებობს განსხვავებები და არის დებატები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი სისტემის გამოყენება ჯობია", - აღნიშნა ჯეი პატელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×