რეზონანსი
04.10.2025

საარჩევნო მანიპულაციის, ზეწოლის, ძალადობის წინააღმდეგ თავის დაცვის საუკეთესო საშუალება არის მაღალი აქტივობა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მივიდეს არჩევნებზე, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" და პარტია „გახარია საქართველოსთვის" თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, თბილისისა და საქართველოს ბედს ამომრჩევლები თავად წყვეტენ.

„თუ არ გინდათ წარსული და გინდათ დედაქალაქის გათავისუფლება კორუფციისგან, უსამართლობისგან, გინდათ, ეს ქალაქი და ქვეყანა პოლიტიკური პატიმრების, კორუფციის, უსამართლობის, უკანონობის, არაკომპეტენტურობის გარეშე, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე. მიხვიდეთ და ხმა მისცეთ საქართველოს მომავალს, არა წარსულს, არამედ მომავალს. მარტივი ფორმულირებაა, თქვენი დედაქალაქის, თბილისის და მთელი საქართველოს ბედის წყვეტთ მხოლოდ თქვენ, იმედიანად, მშვიდობიანად. ამისთვის საჭიროა, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე, გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა იმ პოლიტიკური პარტიის, იმ პოლიტიკური კანდიდატების მიმართ, რომლებიც საუბრობენ მომავალზე. კი არ კინკლაობენ, არამედ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომლითაც შეიძლება მხარი დაუჭირონ მოქალაქეებს, აღმოფხვრან ის სიღარიბე, უსამართლობა და კორუფცია, რაც ჩვენ გარშემო არის გამეფებული.

საარჩევნო მანიპულაციის, ზეწოლის, ძალადობის წინააღმდეგ თავის დაცვის საუკეთესო საშუალება არის მაღალი აქტივობა. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მივიდეს საარჩევნო უბანზე. ეს არის სწორედ იმის გარანტი, რომ მანიპულაცია საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების" მხრიდან მანიპულაცია იქნება ბევრად მცირე", - აღნიშნა კუპრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×