
კასპში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანაში შეძრა. 34 წლის თათია ლომინაძე ყოფილმა ქმარმა სასტიკად მოკლა. ჯერ დაზიანებები მიაყენა და შემდეგ მისი დაწვა სცადა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა.
თათია ლომინაძეს ერთი გოგონა დარჩა და დედა დარჩა. მომხდარი ტრაგედიის შემდეგ კასპის წმინდა გიორგის ტაძრის მოძღვარმა, მამა ლევანმა მიმართვა გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მზად იყო, მოკლული ქალის შვილი ეშვილა. მოძღვარი ამჯერად ახალ წერილს აქვეყნებს.
"რაც შეეხება ბოლო შემთხვევას. დანაშაულში ბრალდებული ჩემი სკოლელი იყო, წლებია ვიცნობ. ვიცნობდი მოკლულ გოგონასაც. არავის არ უთხოვია, ხუთშაბათს ისე ჩავედი კლინიკაში, თუნდაც გათიშული ყოფილიყო, მინდოდა რომ უბრალოდ თავზე ხელი გადამესვა, ზეთი მეცხო, მისი სული ხომ მიიღებდა ნუგეშს და თურმე აღარაა გოგო. ძალიან გავნერვიულდი, ეს კლინიკის თანამშრომლებმაც შემამჩნიეს და თანაგრძნობისთვის გამომელაპარაკნენ. მღვდელი ვარ, თითქოს ბევრი ხალხია ჩემს გარშემო, მაგრამ მაინც მიჭირს შვილების რჩენა და ფიქრები უკვე მათ პატარისკენ წამივიდა.
და სახლში ჯერ არ ვიყავი დაბრუნებული, არც ფოფოდიასთან შემითანხმებია, ისე ვთქვი ის, რაც ვთქვი, რომ ბებიას გაზრდა თუ გაუჭირდებოდა მე ვიშვილებთო. ამას ბევრი ადამიანისგან დადებითი ემოცია მოყვა, მეუბნებოდნენ რომ ფსიქოლოგებით დამეხმარებოდნენ, ყოველთვიურად მატერიალურად და ა.შ. მაგრამ, გამოჩნდნენ ისეთებიც ვინც გამოილაშქრეს ჩემზე, თურმე ეს რა საშინელება ვთქვი "ბებო ცოდო არაა" და ა.შ. ამასწინათ იყო კიდევ, გოგონებს მივმართე, თუ ქმრებისგან საფრთხე რეალურია, ხომ ხედავთ სახელმწიფო ვერ გიცავ-თქო, რამდენი ქალი მოკლეს ვეღარ ვითვლით და საზღვარგარეთ გაერიდე-თქო, გზის ფული თუ არ გექნებათ მე მოგიგროვებ-თქო. და გამოხტნენ პატრიოტები "სამშობლოდან წასვლას ეუბნები მამაო ხალხს". ცოლებს რომ კუწავენ, ამაზე საშინელებაა ემიგრაცია? ჯერ ერთი ემიგრაციაში წასვლა ცოდვაა არაა. რომც იყვეს, დიდ ცოდვას, მცირე ცოდვის კეთება ჯობია.
ახლა დავუბრუნდები იმას რაც თავში ვახსენე, თუ რაიმე წაგიკითხავს ცხოვრებაში, თუ სულიერების მარცვალი მაინც გაგაჩნია ეს როგორ უნდა გააკეთო ვერ ვხვდები. ჯერ ერთი ბებიას და ბავშვს თუ არ ენდომებათ, მე როგორ წამოვიყვან, მივარდები და გავიტაცებ თუ რა. ათასი პროცედურაა გასავლელი. მეორე, ამ საშინელ დროში და გაჭირვებაში, როცა უამრავი მამას და დედას საკუთარი შვილი ჰყავთ მიტოვებული და არ ზრუნავენ, ვიღაც ოთხი შვილის მამა, რომ ამხელა მსხვერპლს იღებს, თავის ტკივილს და პრობლემებს იმატებს, იოლია სხვის შვილზე პასუხისმგებლობა?
ზოგიერთებს, ჩემზე საკმაოდ დიდი შემოსავლები გაქვთ, მაგრამ არ გადაიღალოთ, მოგზაურობებს, რესტორნებს, სალონებს, კინო-თეატრებს რომ არ მოცდეთ ერთ შვილზე მეტს არ აჩენთ და მე მაკრიტიკებთ ვინც ოთხ შვილს ვზრდი და მზად ვარ მეხუთე ვიშვილო. თუ ადამიანი ხარ, ესეთ რაღაცებზე გული უნდა გაგითბეს, უნდა მხარდაჭერა გამოუცხადო. გორიდან მწერდნენ "მამაო საწოლს მე ვუყიდიო". ასევე, არც ერთი ნორმალური ადამიანი, საერთოდ არ ფიქრობს რომ უფლება აქვს ყველას ყველაფერი შეუსწოროს. არც ილანძღება. რა თქმა უნდა ყველას აზრი არ მოეწონება, მაგრამ თუ მის სამშობლოს, რჯულს, ოჯახს არ ეხებიან, არავისზე ძალადობენ არ ერევა, გაატარებს.
არ ვიცი რა სიამოვნებას იღებენ ადამიანები კონფლიქტებით.გამიგრძელდა სიტყვა. ილოცეთ, ეზიარეთ და წიგნები იკითხეთ, ამ ყველაფრისგან დაცლილი არსებები აწყობენ ტრაგედიებს" - წერს მამა ლევანი სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე