რეზონანსი
04.10.2025

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, აუცილებელია საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევები აღირიცხოს, რათა საზოგადოებამ ამის შესახებ იცოდეს.

„მე ხმა მივეცი, რა თქმა უნდა, იმას, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს საკუთარ ხელში თავისი ქალაქის მმართველობა. ასე უნდა მოხდეს ყველგან. აუცილებელია ვიაქტიუროთ. აქტიურობის, არ დანებებისა და შეუპოვრობის გარეშე ცვლილებები არ მოვა. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ყველაზე ეფექტური იარაღი, საკუთარი ხმა მისცეს იმას, რომ შევძლოთ იმ მიზნის აღსრულება, რომელიც ქართველ ხალხს სურს და ქვეყნის, ქალაქების, დასახლებული პუნქტების დაბრუნება.

რაც შეეხება დარღვევებს, ყველა დარღვევა უნდა აღირიცხოს. ყველგან იწერება საჩივრები, იქნება მაქინაციების მცდელობა, ეს დამახასიათებელია დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ყველა ფაქტზე, რომელსაც ახლა ჩვენ ვაკვირდებით, აუცილებლად უნდა შედგეს შესაბამისი საჩივარი, ყველაფერი უნდა აღირიცხოს იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს რასთან გვაქვს საქმე. ჩვენი ვალდებულება უნდა შევასრულოთ და აღვრიცხოთ ყველა დარღვევის ფაქტი. რა თქმა უნდა, დიდი ილუზიები მათ გამოძიებაზე არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ჩვენი ვალდებულება უნდა შევასრულოთ, საზოგადოებამ რომ იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×