რეზონანსი
04.10.2025

საქართველოში სადამკვირვებლო მიზნით ჩამოვედი, დავესწარით საარჩევნო უბნის გახსნას, ყველაფერი წესრიგშია, - განაცხადა უნგრეთის პარლამენტის წევრმა კატალინ ჩობორმა.

საქართველოში საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.

„საქართველოს ძალიან კარგი და საინტერესო საარჩევნო სისტემა აქვს. იმედი მაქვს, რომ დღეს ყველაფერი კარგად ჩაივლის“, - აღნიშნა კატალინ ჩობორმა.

ცესკოს მონაცემებით, რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არიან როგორც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 21 ქვეყნიდან. მათ შორის ბულგარეთიდან, ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინადან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, მონტენეგროდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×