
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, კენჭისყრის პროცესის ჩაშლის ნებისმიერ მცდელობაზე სახელმწიფოს პასუხი იქნება უმკაცრესი.
„დაანონსებული აქვთ რადიკალურ ოპოზიციას და „ენჯეოებს“, რომ ისინი აპირებენ არჩევნების საბოტაჟს. მათ შორის იცით, რომ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი ციხეში არის იმ ბრალდებით, რომ ის მოუწოდებდა უბნების დარბევაზე.
ორი საათია უკვე მიმდინარეობს არჩევნები. მშვიდი ვითარებაა. ძალიან კარგია, რომ ვერავინ ბედავს ჩაიდინოს სისხლის სამართლის დანაშაული.
გუშინ, პრემიერმა ძალიან მკაფიოდ თქვა, თუ რამდენად მძიმე არის ასეთი ტიპის დანაშაული. რა თქმა უნდა ყველა ასეთ შემთხვევას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა და მან საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.