
აქამდე ჩვენ ვიკრიბებოდით და ვიშლებოდით, ახლა ვიკრიბებით მათ დასაშლელად, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„აქამდე ჩვენ პასუხის მოლოდინში ვიყავით, ახლა ჩვენ გავცემთ პასუხს და მივიღებთ ყველა გადაწყვეტილებას;
აქამდე კეთილი ნების იმედად ვიყავით, ახლა ჩვენ გამოვავლენთ მტკიცე ნებას;
აქამდე ძალის წინაშე ბრძოლით, თუმცა უკან ვიხევდით, ახლა ისინი უნდა გავაქციოთ
აქამდე ჩვენ ვიკრიბებოდით და ვიშლებოდით, ახლა ვიკრიბებით მათ დასაშლელად“ , - წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.