რეზონანსი
03.10.2025

„თქვენც ხვდე­ბით, ალ­ბათ, რომ ბა­ტონ მაკ­რონ­თან კა­ლათ­ბურთზე არ მი­სა­უბ­რია - რა თქმა უნდა, ვსა­უბ­რობ­დით პო­ლი­ტი­კა­ზე, ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე," - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა კი­თხვას, რაზე ესა­უბ­რა ის და­ნი­ა­ში ვი­ზი­ტი­სას, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტს, ემა­ნუ­ელ მაკ­რონს.

პრე­მი­ე­რი ამ­ბობს, რომ ის შეხ­ვედ­რის ში­ნა­არსზე ვერ ისა­უბ­რებს, თუმ­ცა გან­მარ­ტავს, რომ მას რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ლი დო­ნის ლი­დერ­თან, მათ შო­რის, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან „ძა­ლი­ან კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი სა­უ­ბა­რი" ჰქონ­და.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე იმასაც ამ­ბობს, რომ ქარ­თუ­ლი მხა­რე ყველ­გან სა­ერ­თო გზავ­ნი­ლით სა­უბ­რობ­და, რომ „ჩვენ გვინ­და [ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის] გა­დატ­ვირ­თვა და ფაქ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი დის­კუ­სია სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხის გარ­შე­მო".

„თქვენც ხვდე­ბით, ალ­ბათ, რომ კა­ლათ­ბურთზე არ მი­სა­უბ­რია ბა­ტონ მაკ­რონ­თან. რა თქმა უნდა, ვსა­უბ­რობ­დით პო­ლი­ტი­კა­ზე, ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა შეხ­ვედ­რებს - შეხ­ვედ­რებს აქვს და­ხუ­რუ­ლი ხა­სი­ათ, აქე­დან გა­მო­მი­დი­ნა­რე, ჩვენ არ გვაქვს უფ­ლე­ბა, ვი­სა­უბ­როთ შეხ­ვედ­რის ში­ნა­არსზე. ძა­ლი­ან კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი სა­უბ­რე­ბი მქონ­და რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ლი დო­ნის ლი­დერ­თან, მათ შო­რის, ბა­ტონ მაკ­რონ­თან. ზო­გა­დი სუ­რა­თი გა­მო­ი­ხა­ტა არა ერთი ლი­დე­რის მხრი­დან, რომ გა­და­იტ­ვირ­თოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის. და­ნარ­ჩე­ნი არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა თქმა უნდა, ქმე­დით ნა­ბი­ჯებ­ზე. რა თქმა უნდა, ნა­ბი­ჯე­ბი ორი­ვე მხრი­დან უნდა გა­და­იდ­გას. ჩვე­ნი მხრი­დან კი­დევ ერთხელ გა­მო­ით­ქვა მზად­ყოფ­ნა ყვე­ლას მი­მართ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ გვსურს ფაქ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი დი­ა­ლო­გი, დის­კუ­სია ყვე­ლა თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ ინ­ტეგ­რა­ცი­ას. ესაა სა­ერ­თო გზავ­ნი­ლია, დე­ტა­ლებ­ზე ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ ვი­სა­უბ­რებთ. ყველ­გან ვსა­უბ­რობ­დით სა­ერ­თო გზავ­ნი­ლით - ჩვენ გვინ­და გა­დატ­ვირ­თვა და ფაქ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი დის­კუ­სია სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხის გარ­შე­მო. მა­გა­ლი­თის­თვის, ნე­ბის­მი­ერ დროს მზად ვართ გახ­სნი­ლი, ღია შეხ­ვედ­რის­თვის, ნე­ბის­მი­ერ ფორ­მატ­ში, იმი­სათ­ვის რომ გან­ვი­ხი­ლოთ სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. იმე­დი გვაქვს, რომ ანა­ლო­გი­უ­რი ნა­ბი­ჯი გად­მო­იდ­გმე­ბა მათი მხრი­და­ნაც," - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×