
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთში არ სურთ უკრაინასთან ერთად ერთ კავშირში ყოფნა, რადგან, ორბანის თქმით, უკრაინელების ბედი რუსეთთან სიახლოვეა.
„უნგრეთში არ სურთ უკრაინელებთან ერთად ევროკავშირში ყოფნა. ვინმესთან ერთად ფედერალურ სტრუქტურაში თუ ხარ, მის ბედს იზიარებთ, ხოლო უკრაინა არის ქვეყანა ძალიან რთული ბედით. რატომ უნდა გავიზიაროთ მათი ბედი?", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრელებს საკუთარი ბედი აქვთ, რომელიც გაცილებით მარტივია, ვიდრე უკრაინელების.
„ჩვენ ვწუხვართ მათ გამო, მათ თანავუგრძნობთ, ისინი გმირულად იბრძვიან, ჩვენ მათ უნდა დავუჭიროთ მხარი, თუმცა არ გვინდა მათთან საერთო ბედი. ვინმესთან ერთად ფედერალურ სისტემაში თუ ხარ და თავს გესხმიან, ადრე თუ გვიან, ჯარისკაცების გაგზავნა მოგიწევს. ჩვენ არ გვინდა უკრაინისთვის სიკვდილი", - აღნიშნა ორბანმა.