რეზონანსი
03.10.2025

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მე-8 სამიტი სომხეთში 2026 წლის 4 მაისს გაიმართება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.

ფაშინიანის თქმით, ევროპის ქვეყნების ლიდერთა მასპინძლობა დიდი პატივი იქნება.

„ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შემდეგი, მერვე სამიტი 2026 წელს, 4 მაისს, სომხეთში გაიმართება. ოფიციალურად მოვიწვიე ჩემი კოლეგები, მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელები ერევანში. დიდი პატივია თითოეული მათგანის მასპინძლობა", - წერს ნიკოლ ფაშინიანი.

საფრანგეთს პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული ფორმატით ევროპის ქვეყნების 50-მდე ლიდერი 2022 წლიდან იკრიბება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×