რეზონანსი
03.10.2025

ნათელია, რომ ქვეყანაში რევოლუციური მუხტი არ არსებობს, ყველაფერი აგებულია ან ცარიელ ლაპარაკზე, ან პროვოკაციის ჩადენაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა

ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს მამუკა ყურაშვილისა და ზაზა გოგავას ერთობლივ განცხადებაზე, სადაც ამბობენ, რომ ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობას.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ეს ადამიანები კარგად აანალიზებენ, რომ სახელმწიფო ძლიერი და ყველა სქემა გაშიფრულია.

„სამხედრო პირები არიან და შეიძლება, ინფორმირებულები არიან, რა შეიძლება იყოს. ეს ადამიანები კარგად აანალიზებენ, რომ სახელმწიფო ძლიერია და ყველა სქემა

გაშიფრულია. აქედან გამომდინარე, მათ იციან, რომ პროვოკაცია თუ მოხდება, პასუხისმგებლობა მათზეც იქნება, ამიტომ ამ ყველაფერს ემიჯნებიან. სხვა პოლიტიკოსებიც არიან, ვინც ხვალინდელ პროცესს ემიჯნება, განსაკუთრებით მომიტინგეთა მხრიდან პროვოკაციას. ნათელია, რომ ქვეყანაში რევოლუციური მუხტი არ არსებობს. ეს ყველაფერი აგებულია ან ცარიელ ლაპარაკზე, ან პროვოკაციის ჩადენაზე. ყველა პროვოკაცია მყისიერად აღიკვეთება. ვინც ამას ჩაიდენს, მათზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×