
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ოქტომბრის შეხვედრებამდე პრესკონფერენცია გამართა.
„რა თქმა უნდა, შემტევი ფეხბურთელებისთვის გოლების გატანა მნიშვნელოვანია, მიქაუტაძის შედეგიანობა და კარგი ფორმა კი ნაკრებს წაადგება. მაგრამ ბოლო დროს თაობათა ცვლილების გამო დაცვაში არანაკლები გამოწვევები გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ფეხბურთელი იყოს თავდაჯერებული და სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.
ესპანეთსა და თურქეთს რომ გასვლაზე ეთამაშები, რთულია შედეგებზე საუბარი. ესპანეთი, ჩემი აზრით, საუკეთესო ნაკრებია. მაგრამ მიზანი არ შეცვლილა - ჩვენ ვიზრდებით და ამავე დროს ახალ მოთამაშეებსაც ვაკვირდებით. დოლტმურზიევი მართლაც საინტერესო თავდამსხმელია, თუმცა ნაკრებში სათამაშოდ სხვა გამოცდილებაა საჭირო.
ნაკრების განვითარებაა ჩემი პრიორიტეტი. ვაცნობიერებ შედეგების მნიშვნელობას. მომავალზე ფიქრთან ერთად შედეგებზე ფიქრიც შესაძლებელია. მიზანია, რომ საქართველოს ნაკრებმა შედეგები აჩვენოს და ჩვენ აღგვიქვან, როგორც სერიოზული მეტოქე.
კიტეიშვილს რაც შეეხება, მასზე ბევრს ვსაუბრობ და ხაზს ვუსვამ ოთარის მნიშვნელობას ნაკრებისთვის. იმედი მაქვს, ევროპის ლიგაზე გოლი თავდაჯერებულობაში დაეხმარება და ნაკრებში სათამაშოდ მზად იქნება. როდესაც ის ჯანმრთელადაა, თამაშის წინ მშვიდად მძინავს.
ჩაკვეტაძის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას რაც შეეხება, ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და იმედი მაქვს, მალე დაგვეხმარება. მჯერა, ხანგრძლივ უთამაშებლობას ფსიქოლოგიურადაც გადალახავს", - განაცხადა სანიოლმა.
საქართველოს ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდს 11 ოქტომბერს შეხდება, ხოლო თურქეთს 14 ოქტომბერს დაუპირისპირდება.