რეზონანსი
03.10.2025

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების განბლოკვა, რაც უახლოეს მომავალში აუცილებლად მოხდება, სამთო-მოპოვებით სექტორში ახალ შესაძლებლობებს გააჩენს - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის სამთო მრეწველობის ფორუმზე განაცხადა.

როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, სპილენძის მადნის ექსპორტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სომხეთის ეკონომიკისთვის, თუმცა, მისივე თქმით, საჭიროა დაფიქრება ქვეყანაში სპილენძის დნობის ქარხნის შექმნისთვის.

„იგივე ეხება ოქროს. ესეც უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია. ასევე მინდა შევეხო ჩვენი მინერალური რესურსების შესწავლის აუცილებლობას, რადგან ჩვენი ცოდნა ეფუძნება საბჭოთა ეპოქაში მოპოვებულ ინფორმაციას. რა თქმა უნდა, იმ დროს უზარმაზარი სამუშაო გაკეთდა და ეს არასწორად არ უნდა შევაფასოთ, მაგრამ კვლევითი ტექნოლოგიებიც შეიცვალა და ახლა გაცილებით ეფექტური ტექნოლოგიები არსებობს. ჩვენ უნდა განვიხილოთ სომხეთში გეოლოგიური კვლევის ახალი ფაზის დაწყება. ამჟამად ასევე იხსნება ახალი სფეროები, მათ შორის იშვიათი მიწების ლითონები, რომლებიც ძალიან სწრაფად ვითარდება. ტექნოლოგიურ წარმოებაში მათი გამოყენების მოთხოვნა ცხადყოფს, რომ აქ სერიოზული ინვესტიციების პოტენციალი არსებობს. ყველა წინასწარი შეფასება, როგორც ჩანს, ამაზე მიუთითებს, რომ სომხეთში ამ მიმართულებით უზარმაზარი სამუშაოა გასაკეთებელი", - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×