რეზონანსი
03.10.2025

„ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი  წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ბორჯომში,  ე.წ ფაფის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. 

მერობის კანდიდატმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, თუ რის გაკეთებას აპირებს ბორჯომის განვითარებისთვის.

„არსებულ საჭიროებებზე მოსახლეობასთან ერთად ვისაუბრეთ და მათ მოგვარებას ჩემი სამუშაოს პირველივე დღეებიდან შევუდგები.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოვიარე ყველა სოფელი და ქალაქის ყველა უბანი, არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა მქონდა მოქალაქეებთან, ბორჯომელების ყველა საჭიროებას გავეცანი.

ჩემო ძვირფასო ბორჯომელებო, მადლობას გიხდით ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის. 4 ოქტომბერს ღირსეულად გაიმარჯვებს საქართველო! გაიმარჯვებს ბორჯომი!  გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ !“ - აცხადებს გელაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×