რეზონანსი
03.10.2025

გვესმის განცხადებები პროვოკაციებთან დაკავშირებით - ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გვექნება მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა, რათა არც ერთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ ჰქონდეს ადგილი, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ცესკო-მ არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მემორანდუმი გააფორმა.

„სამწუხაროდ, ჩვენც გვესმის ასეთი ტიპის განცხადებები [პროვოკაციებთან დაკავშირებით], თუმცა როგორც იცით, კანონმდებლობა განსაზღვრავს როგორც საარჩევნო უბნის შიგნით, ასევე მის გარეთ გარკვეულ რეგულაციებს, ისევე როგორც უწყებებს შორის კომპეტენციის ფარგლებს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ, არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით, რამდენიმე კვირის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მემორანდუმი გავაფორმეთ. ჩვენ გვექნება მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა, რათა არც ერთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ ჰქონდეს ადგილი - როგორც მინიმუმ იყოს პრევენცირებული, ან ასეთის არსებობის შემთხვევაში, განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული ზომები, რათა არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას არ შეექმნას საფრთხე," - განაცხადა კალანდარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×