
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
„30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე საქართველოში ძირითადად მოღრუბლული ამინდი და პერიოდულად ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელი. ჰაერი ისევ თბილი იქნება, თითქოს გაზაფხულია,
მაგრამ სითბოში შემოპარული ნესტის სუნი მაინც გვაგრძნობინებს რომ შემოდგომაა...
3 ოქტომბრიდან - ისევ მზიანი დღეებია მოსალოდნელი, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც.
ამინდი ყოველთვის იმაზე მეტს ლაპარაკობს, ვიდრე ჩვენ გვგონია.
წვიმის მოსვლა, მარტო ცის გადაწყვეტილება არ არის – ამას მიწაც გრძნობს, ჰაერიც და ადამიანიც...
და რაც მთავარია – ფრთხილად იყავით საკუთარ განწყობასთან, ზოგჯერ წვიმა ციდან მოდის, ზოგჯერ კი გულიდან...“, - წერს კობა ფარტენაძე.