რეზონანსი
26.09.2025

თურქეთში ქორწილი ტრაგედიად იქცა. საქმროს პატარძლის ნათესავის პისტოლეტიდან ესროლეს. 23 წლის ალი კარაჯა ქორწილის დღეს, სროლის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა. 

ახალგაზრდა წყვილი - ალი კარაჯა და მისი რჩეული ბეიზანურ ბეიაზიტი - საზეიმო ცერემონიის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ. ამ მომენტში გაისმა გასროლა, რაც ზოგიერთ რეგიონში დღემდე ტრადიციად ითვლება. თუმცა, ერთ-ერთი გასროლა სასიკვდილო აღმოჩნდა - ტყვია საქმროს მოხვდა. 

მძიმედ დაჭრილი ალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ჭრილობები ძალიან მძიმე იყო. რამდენიმე საათის შემდეგ სასიძო გარდაიცვალა.

თურქული მედიის ცნობით, იარაღი პატარძლის 47 წლის ნათესავმა ქალმა ისროლა. ქალი ადგილზე დააკავეს. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა მის სახლში ორი არარეგისტრირებული პისტოლეტი აღმოაჩინეს.

თურქეთის პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება.

ინციდენტმა საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია. სოციალური მედიის მომხმარებლები ტრაგედიას განიხილავენ და მას „ბარბაროსობას“ უწოდებენ. ბევრი ასეთი ქმედებებისთვის უფრო მკაცრ სასჯელს მოითხოვს.

ქორწილებში სროლა ძველ ჩვეულებად ითვლება, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონებში. ყოველწლიურად ასეთი გართობა სიკვდილს და დაშავებას იწვევს. 

პროკურატურა აგრძელებს ალი კარაჯას გარდაცვალების გარემოებების გამოძიებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×