რეზონანსი
26.09.2025

მუსიკოსი ზაზა კევლიშვილი, „ლელო – ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატს, ირაკლი კუპრაძეს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე კვერცხების სროლის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და უნიჭო სპექტაკლს უწოდებს.

მისი განცხადებით, მამუკა ხაზარაძის მიერ დაფინანსებულ "თვითგვემის პერფორმანსიდან" სულ რამდენიმე წუთში, ოპოზიციურმა პარტიამ "ქართული ოცნება" დაადანაშაულა მომხდარში.

"ეს უნიჭო სპექტაკლი ნახეთ? ხაზარაძის დაფინანსებული თვითგვემის "პერფორმანსის" შემდეგ ზუსტად 3 წუთში ბანერები ჰქონდათ დამზადებული.

ამ აფერისტობით გინდათ ხმების აღება თქვე ფარჩაკებო?" - წერს ზაზა კევლიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×