რეზონანსი
25.09.2025

 „ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ერთგულ თანამებრძოლებს შეხვდა.

„დღეს ჩემს უფროს მეგობრებს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ერთგულ თანამებრძოლებს შევხვდი. ჩემთვის მათთან შეხვედრა და საუბარი ყოველთვის ამაღელვებელია. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც სამშობლოს სიყვარულისა და თავისუფლების იდეას ბოლომდე ემსახურნენ და დღესაც ღირსეულად ემსახურებიან. მადლობა თითოეულს, კარგად მახსოვს ჩემს ბავშვობაში, როდესაც პირველი პრეზიდენტის მომხრეები იდევნებოდნენ, ეს ადამიანები ჩემს სახლში იკრიბებოდნენ და სამოქმედო გეგმას სახავდნენ" - განაცხადა დათო კოდუამ.

დათო კოდუამ ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრზე ისაუბრა, რომელიც პირველი პრეზიდენტის უკვდავსაყოფად, საქართველოს ვიცე-პრემიერის ირაკლი ჩიქოვანის თაოსნობით აშენდა.

„ზუგდიდში, საქართველოს ვიცე-პრემიერის ირაკლი ჩიქოვანის თაოსნობით ავაშენეთ ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი, რომელიც ნამდვილად არის პირველი პრეზიდენტის სახელის უკვდავსაყოფად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

ზუგდიდის მთავარ ადმინისტრაციულ შენობაში გვაქვს ზვიად გამსახურდიას სახელობის სააქტო დარბაზი, დარჩელსა და ჯიხაშკარში მოვაწყვეთ პირველი პრეზიდენტის სახელობის სკვერები.

ჩვენი მიზანია, ის ეროვნული სულისკვეთება და დამოუკიდებლობის ჩირაღდანი, რაც ზვიად გამსახურდიამ დაანთო არასოდეს ჩაქრეს.

კიდევ ერთხელ ვუდასტურებ ამ ადამიანებს დიდ სიყვარულსა და პატივისცემას" - აღნიშნა დათო კოდუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×