რეზონანსი
25.09.2025

 ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის გაეროში სიტყვით გამოსვლას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქართველი პრეზიდენტისგან ქართულ ენაზე საუბარი ამ ტრიბუნიდან 34 წლის მანძილზე პირველად გაიგო.

ექსპერტი პოსტს თან ურთავს ვიდეოს, რომელშიც ოპოზიციონერი გიორგი რუხაძე აკრიტიკებს პრეზიდენტის ქართულად მიმართვას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იმ მიზეზით, რომ ქართული ენის ჟღერადობას "დიდად არ აქებენ".

„დღეს, 34 წლის მანძილზე, ქართველი პრეზიდენტისაგან პირველად გავიგონე ქართულ ენაზე ხმა გაეროში. აქსიოს! ამ დროს "ნაცები" ტირიან, რატომ ქართულადო. ნახეთ!" - წერს ედიშერ გვენეტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×