რეზონანსი
25.09.2025

ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) იემენის დედაქალაქი სანა დაბომბა. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.

როგორც ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, სანაზე განხორციელებული „ძლიერი“ დარტყმების შედეგად „ჰუსიტების“ სამიზნეები განადგურდა.

„ისრაელის თავდაცვის არმიამ რამდენიმე სამხედრო ბანაკი, „ჰუსიტების“ გენერალური შტაბის ბანაკის ჩათვლით, დაბომბა, გაანადგურა ათეულობით მებრძოლი „ჰუსიტი“ და უპილოტო საფრენი აპარატებისა და შეიარაღების საცავები“, - ციტირებს მედია კაცს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×