რეზონანსი
25.09.2025

დღეს კიდევ ერთი ანონიმური შეტყობინება იყო სასამართლოში ბომბის არსებობის თაობაზე. ცხადია, ესეც ცრუ შეტყობინება აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყნის მტრები არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გააქტიურდებიან, კიდევ უფრო დაძაბავენ გარემოს, მიზანი კი ერთი აქვთ - მოახდინონ საჯარო დაწესებულებების პარალიზება და საზოგადოებაში პანიკის დათესვა - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს "ქარიც" უკრაინიდან უბერავს, ამის მტკიცების საფუძველს კი წინა შემთხვევები გვაძლევს... სამწუხაროა, რომ კლოუნმა ზელენსკიმ უკრაინა საქართველოს მტრად გადააქცია, მაგრამ რაც უნდა ანტიქართული ნაბიჯები გადადგას, ქართველი და უკრაინელი ხალხის ძმობას ვერაფერს დაუშავებს.

„დღეს კიდევ ერთი ანონიმური შეტყობინება იყო სასამართლოში ბომბის არსებობის თაობაზე. ცხადია, ესეც ცრუ შეტყობინება აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყნის მტრები არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გააქტიურდებიან, კიდევ უფრო დაძაბავენ გარემოს, მიზანი კი ერთი აქვთ - მოახდინონ საჯარო დაწესებულებების პარალიზება და საზოგადოებაში პანიკის დათესვა. ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს "ქარიც" უკრაინიდან უბერავს, ამის მტკიცების საფუძველს კი წინა შემთხვევები გვაძლევს... სამწუხაროა, რომ კლოუნმა ზელენსკიმ უკრაინა საქართველოს მტრად გადააქცია, მაგრამ რაც უნდა ანტიქართული ნაბიჯები გადადგას, ქართველი და უკრაინელი ხალხის ძმობას ვერაფერს დაუშავებს. თარგამაძის აფეთქება, სააკაშვილის შემოპარება, ასაფეთქებელი ჰექსოგენის გამოგზავნა, ზარები და შეტყობინებები უკრაინიდან, რომ შენობებში ბომბია... ასეთია ზელენკის მარიონეტული რეჟიმის ნაძირლობათა ქრონოლოგია...“ - წერს ნიკოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×