რეზონანსი
25.09.2025

სას­ტუმ­რო „ჰო­ლი­დეი ინნ“-თან სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის, პო­ლი­ცი­ი­სა და სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბაა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სას­ტუმ­რო­ში მყო­ფი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი და­ა­კა­ვეს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი სას­ტუმ­როს დამ­სვე­ნე­ბე­ლია. ად­გილ­ზე მყო­ფი პი­რე­ბის ცნო­ბით, გას­რო­ლის ხმაც გა­ი­გეს.

“შე­მო­სუ­ლი იყო შე­ტყო­ბი­ნე­ბა სას­ტუმ­როს ერთ-ერთი ნომ­რი­დან გას­რო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით - ამ ეტაპ­ზე შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის და ვერ გე­ტყვით ია­რა­ღი არის თუ არა ამო­ღე­ბუ­ლი“, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა, ვაჟა სი­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს „ჰო­ლი­დეი ინნ“-თან გა­ნუ­ცხა­და.

შსს -მ"ჰოლიდეი ინნის" შენობაში დაკავებულზე განცხადებას უკვე გაავრცელა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაისმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ აღნიშნული სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ჩაკეტილი იყო ერთი პირი, რომელიც სასტუმროს პერსონალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

სამართალდამცველების მიერ აღნიშნული პირი დაკავებულია შემთხვევის ადგილზევე.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მუქარას გულისხმობს" - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×