რეზონანსი
25.09.2025

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში უზენაეს სასამართლოში მიმდინარე  ანტიტერორისტული თანამშრომლების ოპერაციას ეხმაურება და აღნიშნავს რომ „ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ანონიმური შეტყობინება შემოდის სასამართლოში ბომბის არსებობის თაობაზე.“

მისივე თქმით, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ქვეყანაში სიტუაციის არევის მცდელობა. უკრაინის სპეცსამსახურები ყველაფერზე წავლენ, რომ როგორმე „დიპ სტეიტის“ დავალება შეასრულონ და საქართველო ქაოსში გახვიონ.

„ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ანონიმური შეტყობინება შემოდის სასამართლოში ბომბის არსებობის თაობაზე. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ქვეყანაში სიტუაციის არევის მცდელობა. რამდენიმე დღის წინ დავწერე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - უკრაინის სპეცსამსახურები ყველაფერზე წავლენ, რომ როგორმე „დიპ სტეიტის“ დავალება შეასრულონ და საქართველო ქაოსში გახვიონ!!!“ - წერს ფოჩხუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×